რანიტი მილიონი წლების განმავლობაში დედამიწის ქერქში შექმნილი ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც ორიგინალური, ავთენტური, განუმეორებელი ვიზუალით გამოირჩევა.

თითოეულ ქვას აქვს წარმოშობის საკუთარი ისტორია, ინდივიდუალური მოხაზულობა და თვისებები.

ბუნება, როგორც ხელოვანი, ქმნის თითოეულ ქვას - ზედაპირის განუმეორებელი სტრუქტურითა და გასაოცარი ფერთა თამაშით.

თითოეული ქვა - დედამიწის მიერ შექმნილი უნიკუმია.

ამ  ბუნებრივ ქვასთან ერთად დედამიწის ისტორიის ნაწილი შემოგვაქვს სახლის ინტერიერში.

ნედლეულის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესი არის გადამწყვეტი საბოლოო პროდუქტის სილამაზისა და გამძლეობისთვის.

გრანიტი ,,ბალა“-სგან მოპოვებულია ინდოეთის ბუნებრივ საბადოებზე და დამუშავებულია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სტანდარტით.